TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კასანო:“ ლოკატელი საუკეთესო იტალიელი ნახევარმცველია“

ანტონიო კასანომ, ვინც ხშირად იუვენტუსისა და მისი ფეხბურთელების მიმართ კრიტიკით გამოირჩევა, მანუელ ლოკატელის მიმართ ქება არ დაიშურა.

„მიმდინარე სეზონში იუვენტუსის რიგებში საუკეთესო ფეხბურთელი მანუელ ლოკატელია. ვფიქრობ, ის დღეისათვის საუკეთესო იტალიელი ნახევარმცველია.

„ბარელა მოედანზე ბევრს მუშაობს, მაგრამ ის ხშირად თანაგუნდელებს აბნევს. ლოკატელიმ ჩალჰანოღლუსთან და მხითარიანთან რომ ითამაშოს, ის გაცილებით პროდუქტიული იქნებოდა, ვიდრე ბარელა.

„ლოკატელი არ არის პირლო და როდრი, მაგრამ ბარელასთან, ფრატეზისთან, რიჩისთან და როველასთან შედარებით, ის ყველაზე სტაბილური და მაღალი დონის ნახევარმცველია.“

error: დაცული კონტენტი !