იუვენტუსსა და ვლაჰოვიჩს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს…
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსსა და დუშან ვლაჰოვიჩს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია არ მიმდინარეობს.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი სერბი ფორვარდის ხელშეკრულების გახანგრძლივებას რამდენჯერმე შეეცადა, მაგრამ დუშანი წლიური გასამრჯელოს – 12 მილიონი ევროს შემცირებაზე უარს ამბობს.
გამოცემის ინფორმაციით, ვლაჰოვიჩს იუვენტუსიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია და არც ის არის გამორიცხული, მან გუნდი იანვარშივე დატოვოს, თუ რომელიმე გუნდმა ბიანკონერის 40-45 მილიონი შესთავაზა.