TuttoJuve

Juve per sempre sarà

ლობოტკას ნაპოლის დატოვება უნდა

იტალიური მედიის ინფორმაციით, სტანისლავ ლობოტკას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნაპოლის დატოვება სურს.

ნეაპოლიტანური გამოცემა Il Mattino-ს ინფორმაციით, სლოვაკმა ფეხბურთელმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ გუნდს უკვე აცნობა და მისმა აგნეტმა დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებები დაიწყო.

ლობოტკას მიმართ ინტერესს იუვენტუსიც იჩენს, ლუჩიანო სპალეტი სლოვაკს სიამოვნებით გაიფორმებდა, მაგრამ ნაპოლისთან და კონკრეტულად აურელიო დე ლაურენტისთან ტრანსფერის შეთანხმება მარტივი არ იქნება.

ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.

შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).