კარნეზეკის იუვენტუსში ტრანსფერი გამორიცხული არ არის
SportMediaset-ის ინფორმაციით, იუვენტუსის ინტერესი ატალანტას კარის დარაჯის მარკო კარნეზეკის მიმართ სერიოზულია და იტალიელის ტურინში გადაბარგება გამორიცხული სულაც არ არის.
მართალია ლა დეა მის სანაცვლოდ 40-45 მილიონს ითხოვს, თუმცა ატალანტა ტრანსფერში მიკელე დი გრეგორიოსა და ფაბიო მირეტის ჩართვის წინააღმდეგი არ იქნება, რაც ფეხბურთელის ფასს საგრძნობლად შეამცირებს.
ამის გარდა, კარნეზეკი ხელფასის სახით 2-2.5 მილიონს ითხოვს, დიბუ მარტინესის ტრანსფერის შემთხვევაში კი იუვენტუსს არგენტინელისთვის 6 მილიონის გადახდა მოუწევს, რაც TAX-ების ჩათვლით წლიურად 10-11 მილიონია.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
