იუვენტუსსა და პსჟ-ს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსი და პსჟ რანდალ კოლო მუანის ტრანსფერზე ვერ თანხმდებიან.
წყაროს ცნობით, პარიზული გუნდი კოლოს იჯარით გაშვებას არ აპირებს და მის სანაცვლოდ მინიმუმ 40 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც ტურინულ გრანდს არ სურს.
იუვენტუსსა და კოლოს შორის პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია, მაგრამ ჯერჯერობით გუნდები ტრანსფერის ფორმულასა და ფინანსურ ასპექტებზე საერთო ენის გამონახვას ვერ ახერხებენ.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
