იუვენტუსი ბრემერს ახალ კონტრაქტს უმზადებს
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი გლეისონ ბრემერთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს გეგმავს.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი მზად არის, ბრაზილიელ ფეხბურთელს კონტრაქტის 2031 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივება შესთავაზოს.
ბრემერს მსურველები როგორც იტალიაში, ასევე სხვა ტოპ ჩემპიონატებში ჰყავს, თუმცა მისი პრიორიტეტი იუვენტუსში დარჩენაა და ახალი კონტრაქტის გაფორმების წინააღმდეგი არ იქნება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
