TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კაპელო:“ ვლაჰოვიჩი დიდებული ფორვარდია, თუმცა ის მოტას ფეხბურთს არ შეეფერება“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ დუშან ვლაჰოვიჩის თაობაზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, ვლაჰოვიჩი არ არის იმ ტიპის ფორვარდი, როგორიც ტიაგო მოტას სჭირდება. დუშანი ტიპიური ცხრიანია, მისი მთავარი ძალა საჯარიმოში ყოფნა და გოლების გატანაა, ამ ასპექტში ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

„შეცდომაა იმის ფიქრი, რომ ვლაჰოვიჩს ზირკზეეს მსგავსად კომბინაციებში მონაწილეობა შეუძლია, მისი მთავარი მოვალეობა საჯარიმოში ყოფნა და გოლების გატანა უნდა იყოს.“

error: დაცული კონტენტი !