ფიორენტინა ჟეგროვას ტრანსფერით ინტერესდება
ფლორენციული გამოცემა La Nazione-ს ინფორმაციით, ფიორენტინა იუვენტუსის გარემარბის ედონ ჟეგროვას ტრანსფერით ინტერესდება.
წყაროს ცნობით, იები ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარით გაფორმებას ცდილობენ, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
იუვენტუსი თავის მხრივ ედონის გაშვების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ფეხბურთელის საბოლოოდ გაყიდვა სურს და მის არენდას არ განიხილავს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
