იუვენტუსს ბრანდტი შესთავაზეს
იუვენტუსს დორმტუნდის შემტევი ნახევარმცველი იულიან ბრანდტი შესთავაზეს.
30 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი დორმტუნდთან რამდენიმე დღეში იწურება და იუვენტუსს მისი გაფორმება სრულიად უფასოდ შეეძლება.
La Stampa-ს ცნობით, გერმანელი ამ მომენტისთვის იუვენტუსის პრიორიტეტი არ არის, მაგრამ ტურინული გრანდი მომდევნო კვირებში მასთან მოლაპარაკებების დაწყებას არ გამორიცხავს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
