ფაჯოლის მსურველი არაბეთში გამოუჩნდა
იტალიური მედიის ცნობით, ნიკოლო ფაჯოლის ტრანსფერზე ერთ-ერთი არაბული გუნდი მუშაობს.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, არაბული პრო ლიგის ერთ-ერთი გუნდი იუვენტუსს იტალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 25-30 მილიონს სთავაზობს, თავად ფეხბურთელის გადაბირებას კი მნიშნვლეოვანი ეკონომიკური შეთავაზებით ცდილობს.
ფაჯოლის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გუნდი იჩენს, მაგრამ ჯერჯერობით იუვენტუსს მათგან ოფიციალური წინადადება არ მიუღია.