კაპელო:“ რჩევა მოტას ? იუვენტუსში შენგან ყველა გამარჯვებას მოითხოვს“
ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ Viareggio Sport Award-ის დაჯილდოებაზე იუვენტუსის შესახებ ისაუბრა.
„იუვენტუსი არის გუნდი, რომელიც შენების პროცესშია. მათ ზოგჯერ პოზიტიური პერიოდი აქვთ, ზოგჯერ კი მოლოდინების გამართლებას ვერ ახერხებენ.
„რჩევა მოტას ? მე რჩევების მიცემა არ მიყვარს. ტიაგოს თავისი იდეების განხორციელებისთვის დრო დასჭირდება, მაგრამ ერთი რამ ვიცი, ნებისმიერ მწვრთნელს იუვენტუსში გამარჯვება მოეთხოვება და სხვა შედეგი არავის აკმაყოფილებს.“