ლილის პრეზიდენტი:“ დევიდი იუვეში ? ის მოტას გუნდს შესანიშნავად მოერგებოდა…“
ლილის პრეზიდენტმა ალესანდრო ბარნაბამ Gazzetta dello Sport-თან იუვენტუსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.
„იუვენტუსთან ჩვენ ჩვენი თამაშის ჩვენებას ვეცდებით. ლილმა უკვე დაამტკიცა, რომ ნებისმიერ გუნდთან შეუძლია გამარჯვება. იუვენტუსი ატლეტიკოსა და რეალის დონეზეა, თუმცა ჩვენ მოედანზე გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.
„მოტა ? მე ის ძალიან მომწონს, ტიაგო ძალიან გაბედული და კარგი მწვრთნელია, მან ბოლონიაში წარმოუდგენელი შედეგები დადო, თუმცა ვაღიარებ, რომ ანჩელოტის გუნდთან შეხვედრას მოტას წინააღმდეგ თამაში მირჩევნია.
„ვეა ? მას გასულ სეზონში არასწორად იყენებდნენ და მიხარია, რომ მოტამ ტიმოთის პოზიცია შეუცვალა. მას კარგი სეზონი აქვს, თუმცა იმედი მაქვს, ჩვენს წინააღმდეგ არც თუ ისე კარგი თამაში გამოუვა.
„დევიდი ? ჩვენ მის კონტრაქტზე მუშაობას ვაგრძელებთ. ის დიდებული ფორვარდია და იმედი გვაქვს, მის შენარჩუნებას შევძლებთ. ჯონათანი თანამედროვე ფეხბურთისთვის იდეალური შემტევია, ვისაც არა მარტო შეტევაში, არამედ დაცვაშიც შეუძლია გუნდის დახმარება. ის კარგი იყო ფონსეკას გუნდში, შესანიშნავია გენესიოსთანაც და მოტას გუნდსაც იდეალურად მოერგებოდა, მაგრამ იმედი მაქვს, ის ჩვენთან დარჩება და კონტრაქტს გაახანგრძლივებს.“