ლილის პრეზიდენტი:“ იუვენტუსი ნამდვილი მონსტრია, მათ წინააღმდეგ თამაში პატივია“
ლილის პრეზიდენტმა ოლივიე ლეტანმა იუვენტუსთან მოახლოებულ მატჩზე კომენტარი გააკეთა.
„იუვენტუსი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გუნდი, ნამდვილი მონსტრია, ყველაზე წარმატებული გუნდი იტალიაში, რომელსაც 71 ტიტული აქვს მოგებული.
„ეს არა მხოლოდ დიდი გუნდი, არამედ დიდი ორგანიზაციაა, როგორც რეალი. ბოლო პერიოდში მათ გარკვეული სირთულეები ჰქონდათ და ძველ დონეზე დასაბრუნებლად დრო სჭირდებათ, თუმცა იუვენტუსის წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევა და პატივია.“