TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მანჩესტერს სანჩოს გაშვება უმოკლეს დროში სურს…

მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, მანჩესტერმა ჯეიდონ სანჩოს გაშვება საბოლოოდ გადაწყვიტა და ამის გაკეთება უახლოეს დღეებში სურს.

ერიკ ტენ ჰაგსა და ინგლისელ ფეხბურთელს შორის ცუდი ურთიერთობის გამო, სანჩოს გუნდიდან წასვლა საბოლოოდ გადაწყდა და არაერთი გავლენიანი წყაროს ცნობით, იუვენტუსი მისი ტრანსფერისთვის ბრძოლას ლიდერობს.

წითელი ეშმაკები ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვენ, თუმცა მისი იჯარით გაშვების წინააღმდეგები არ არიან, მისი შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით…