TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კამბიაზოს მსურველთა სია დღითი დღე იზრდება

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსის ფეხბურთელის ანდრეა კამბიაზოს მსურველთა სია კიდევ უფრო გაიზარდა.

წყაროს ცნობით, რეალს, მანჩესტერ იუნაიტედსა და არსენალს ამჯერად მანჩესტერ სიტიც შეემატა.

დი ნატალეს ცნობით, კამბიაზოს მიმართ არსებული ინტერესის მიუხედავად, იუვენტუსი იტალიელ ფეხბურთელს ხელშეუხებელ ფიგურად მოიაზრებს და რთულად წარმოსადგენია, რომ კრისტიანო ჯუნტოლიმ მისი გაყიდვა გადაწყვიტოს.

error: დაცული კონტენტი !