კამბიაზო, მაკკენი და ლუისი გუნდთან ერთად ვარჯიშობენ
მანჩესტერ სიტისთან უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, იუვენტუსის ლაზარეთიდან პოზიტიური ცნობები ვრცელდება.
მირკო დი ნატალეს ცნობით, ანდრეა კამბიაზო, უესტონ მაკკენი და დუგლას ლუისი გუნდთან ერთად ვარჯიშობენ და დიდი ალბათობით ისინი ხვალინდელ შეხვედრაში გამოძახებულები იქნებიან.
კამბიაზო დიდი ალბათობით ძირითადი შემადგენლობისთვის მზად არ იქნება, თუმცა ის გუნდის დახმარებას სათადარიგოთა სკამიდან შეძლებს.