იუვენტუსი ქართველი ტალანტით ინტერესდება
იტალიური წყაროების ცნობით, იუვენტუსი თბილისის დინამოს ახალგაზრდა ქართველი ტალანტის ანდრია ბართიშვილის ტრანსფერით ინტერესდება.
Tuttomercato-ს ცნობით, 15 წლის შემტევი ნახევარმცველი იუვენტუსის სკაუტების დაკვირვების ერთ-ერთი ობიექტია და დიდია ალბათობა, ტურინულმა გრანდმა სეზონის ბოლოს მისი გაფორმება სცადოს.
იუვენტუსს ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველის გაფორმება და ერთ-ერთ ასაკობრივ გუნდში გაშვება სურს.