TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ნაპოლი დანილოს მიმართ ინტერესს არ კარგავს

იტალიური წყაროების ცნობით, ნაპოლი იანვარში იუვენტუსის კაპიტანის დანილოს გაფორმებას ეცდება.

ნეაპოლიტანური Il Mattino-ს ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელის გუნდში ხილვა პირადად ანტონიო კონტეს სურს და ჯოვანი მანა იუვენტუსთან მოლაპარაკებებისთვის აქტიურად ემზადება.

წყაროს ინფორმაციით, თუ იუვენტუსმა პსჟ-დან მილან შკრინიარის იჯარით გაფორმება შეძლო, ბიანკონერი იანვარში დანილოს გაშვების წინააღმდეგი არ იქნება. არ არის გამორიცხული, ნაპოლიმ დანილოს ტრანსფერში ჯაკომო რასპადორი გამოიყენოს.