კამბიაზო ინტერთან მატჩისთვის მზად იქნება
მიმდინარე სეზონში ზედიზედ 3 გამარჯვების მოპოვების შემდეგ, ტიაგო მოტას ბიჭები იტალიური დერბისთვის მზადებას შეუდგნენ.
იუვენტუსი პრინციპულ მეტოქეს საშნაო არენაზე 16 თებერვალს უმასპინძლებს და უმნიშვნელოვანესი 3 ქულის მოპოვებას შეეცდება.
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, ინტერის წინააღმდეგ დიდი ალბათობით გუნდის განაცხადში დაბრუნება ანდრეა კამბიაზო. იტალიელ ფეხბურთელს კოჭის დისკომფორტი აღარ აწუხებს, ის უახლოეს პერიოდში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, კამბიაზო ინტერთან მატჩში ტიაგო მოტას განკარგულებაში იქნება.