ლუისი:“ რთული სტარტი იუვეში, მაგრამ ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის აქ დარჩენა იყო“
იუვენტუსის ნახევარმცველმა დუგლას ლუისმა გუშინდელი მატჩი შეაფასა.
„ჩვენ ვიცოდით, რომ პსვ-სთან რთული მატჩი გველოდებოდა, რადგან მათ ძალიან ახალგაზრდული და ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავთ, თუმცა ჩვენთვის გამარჯვება ერთადერთი მიზანი იყო და სირთულეების მიუხედავად, დამსახურებული ქულები მოვიპოვეთ.
„ჩემი საუკეთესო მატჩი იუვეს რიგებში ? დიახ, ამის თქმა შეიძლება. მე რთული სტარტი მქონდა, თავიდან გამიჭირდა და გარკვეულ გაუგებრობასაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის აქ დარჩენა იყო, რადგან აქ ბედნიერი ვარ და მინდა, გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი ვიყო.
„სერია ა-სთან ადაპტაცია გამიჭირდა, რადგან აქ სხვა კულტურა და სხვა ფეხბურთია, მაგრამ გუნდის, მწვრთნელისა და თანაგუნდელების დახმარებით სირთულეები დავძლიე და ახლა თავს შესანიშნავად ვგრძნობ.“