ადანი:“ იუვენტუსმა ოსიმენის გასაფორმებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს“
ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ლელე ადანიმ იუვენტუსს ზაფხულში ვიქტორ ოსიმენის გაფორმება ურჩია.
„მე აქამდეც არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, იუვენტუსმა ვიქტორ ოსიმენის გასაფორმებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს.
„ვფიქრობ, ნიგერიელი ტიაგო მოტას გუნდისთვის საუკეთესო ვარიანტია. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, თუმცა აქვს გამოცდილება, იცის გოლების გატანა და არც ბურთთან ერთად უჭირს თამაში. იუვემ ვლაჰოვიჩი უნდა გაყიდოს და ის ოსიმენით ჩაანაცვლოს.“