ჯუნტოლის იუვეს შეტევაში კოლო მუანი-ოსიმენის დუეტის ხილვა სურს
კრისტიანო ჯუნტოლი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადებას აგრძელებს და იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსის ერთ-ერთი პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნე სეზონის ბოლოს ვიქტორ ოსიმენი იქნება.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, სეზონის ბოლოს გუნდიდან დუშან ვლაჰოვიჩის წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია და ჯუნტოლის სურს, რომ კოლო მუანის იჯარის გახანგრძლივებასთან ერთად, მან გუნდის შეტევა ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერით გააძლიეროს.
ოსიმენსა და ჯუნტოლის შორის შესანიშნავი ურთიერთობაა და პირადი კონტრაქტის შეთანხმება პრობლემა არ იქნება, თუმცა ტურინულ გრანდს ნაპოლისთან რთული მოლაპარაკებები ელოდება…