იუვენტუსის ფინანსური სიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესდა…
კრისტიანო ჯუნტოლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გუნდში მოსვლისთანავე იუვენტუსის ფინანსური სიტუაციის გამოსწორება იყო და კრისტიანო ამ საქმეს იდეალურად ართმევს თავს.
ვეტერანი ფეხბურთელების გაშვებით და სახელფასი ჭერის შემცირებით, ტურინული გრანდის ფინანსური სიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესდა და იუვენტუსი ბოლო წლებში ერთ-ერთ საუკეთესო შედეგს აჩვენებს.
Calcio e Finanza-ს ინფორმაციით, იუვენტუსი მიმდინარე ფინანსურ წელს 32-მილიონიანი დეფიციტით დახურავს, რაც გასულ წელთან შედარებით 158 მილიონი ევროთი ნაკლებია.
აღსანიშნავია ისიც, რომ იუვენტუსმა ამ შედეგის დაფიქსირება მაისურის მთავარი სპონსორის გარეშე შეძლო, ამიტომ მოსალოდნელია, რომ მომდევნო წლიდან იუვენტუსი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პოზიტიურ ბალანსს დააფიქსირებს.