TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბარსელონა მაკკენის ტრანსფერით ინტერესდება

უესტონ მაკკენი იუვენტუსის რიგებში შესანიშნავ სეზონს ატარებს, ის ტიაგო მოტას გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და გასაკვირი არ არის, რომ ამერიკელის მიმართ ინტერესი დღითი დღე იზრდება.

ესპანური გამოცემა Todofichajes-ის ინფორმაციით, მაკკენის ტრანსფერით ბარსელონა ინტერესდება და კატალონიელები ზაფხულში იუვენტუსს ამერიკელის სანაცვლოდ 15-20 მილიონ ევროს შეთავაზებენ.

მაკკენის გაყიდვა იუვენტუსის გეგმებში არ შედის, ამერიკელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ტურინულ გრანდთან 2026 წლის ზაფხულში იწურება, ბიანკონერის მისი ხელშეკრულების 2029 წლამდე გახანგრძლივება სურს და სანაცვლოდ მაკკენის ხელფასის 3.5 მილიონამდე გაზრდას შესთავაზებს.

error: დაცული კონტენტი !