TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯუნტოლი მენდეშს უახლოეს დღეებში შეხვდება

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლი ცნობილ აგენტს ჟორჟე მენდეშს უახლოეს დღეებში შეხვდება და მხარეები ორი ფეხბურთელის საკითხს განიხილავენ.

პირველი მათგანი ფრანცისკუ კონსეისაუა, იუვენტუსს მისი გამოსყიდვა უკვე გადაწყვეტილი აქვს, იქამდე კი მხარეები პირადი კონტრაქტის შეთანხმებას გეგმავენ.

მეორე ფეხბურთელი კი ბენფიკას მცველი ანტონიო სილვაა, ახალგაზრდა პორტუგალიელი ტალანტი გუნდს დიდი ალბათობით იანვარში დატოვებს და იუვე მისი იჯარით გაფორმებას ეცდება.