იუვენტუსი იკარდის გაფორმებას არ აპირებს
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მაურო იკარდი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში არ არის.
ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობების მიუხედავად, იუვენტუსი არგენტინელის გაფორმებას არ აპირებს და ამ მომენტისთვის მხარეებს შორის არანაირი კონტაქტი არ მიმდინარეობს.
იკარდი თავისუფალი აგენტი გახდება და იტალიაში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის, თუმცა მას ჯერჯერობით სერია ა-დან კონკრეტული წინადადება არ აქვს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
