მარსელი ფაჯოლის ტრანსფერის დახურვას ცდილობს
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის და იუვენტუსის ინსაიდერის ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, მარსელი ნიკოლო ფაჯოლის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.
წყაროს ცნობით, ფაჯოლის მიმართ ინტერესი არაერთმა გუნდმა გამოთქვა, თუმცა ამ მომენტისთვის ყველაზე მეტად სწორედ ფრანგები აქტიურობენ.
იუვენტუსი ნიკოლოს 25-30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, მიღებული თანხა კი დაცვის გაძლიერებას მოხმარდება.