არა მხოლოდ კოლო მუანი, იუვე პსჟ-სთან რამუშის ტრანსფერსაც განიხილავს
იუვენტუსსა და პსჟ-ს შორის მომდევნო პერიოდში შეხვედრა გაიმართება და მხარეები როგორც რანდალ კოლო მუანის, ასევე გონსალო რამუშის ტრანსფერზე იმსჯელებენ.
24 წლის პორტუგალიელ ფორვარდს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პარიზული გუნდის დატოვება სურს, რადგან პსჟ-ში სათამაშო დროის ნაკლებობის გამო უკმაყოფილოა.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, პსჟ-ს პორტუგალიელის სანაცვლოდ 35-40 მილიონი ევროს მიღება სურს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
