კოპმეიენრსი:“ ასეთი დონის მატჩებში თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა“
იუვენტუსის ფეხბურთელმა ტეუნ კოპმეინერსმა მილანთან მატჩის წინ (ტრანსლაციის ლინკები იხილეთ აქ) კომენტარი გააკეთა.
„ეს შესანიშნავი საღამოა, ჩვენი მეტოქე ძალიან ძლიერი გუნდია, ასეთ მატჩებში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა. ჩვენ მოედანზე სწორი მენტალობით უნდა გავიდეთ და 100 პროცენტით დავიხარჯოთ.
„ცრუ ცხრიანის პოზიცია ? ვნახოთ, მე ვლაჰოვიჩი არ ვარ, ის დიდი დანაკლისია, ჩვენ განსხვავებული მახასიათებლები გვაქვს, თუმცა მთავარი მენტალობა და მონდომებაა. მე გუნდისთვის დავიხარჯები იმ პოზიციაზე, სადაც იუვენტუსს დავჭირდები.“