TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვეა:“ ჩვენ მიზნის მიღწევა შეგვიძლია, თუმცა ამისთვის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ“

იუვეს ფორვარდმა ტიმოთი ვეამ ასტონ ვილასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ახალი პოზიცია ? ეს განსხვავებული როლია, მაგრამ წინააღმდეგი არ ვარ. პოზიცია სხვა არის, მაგრამ ჩემი მოვალეობა უცვლელია: გოლების გატანა და გუნდის დახმარება, ეს ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

„მწვრთნელის დავალება ? მე ჩემი სამუშაო უნდა გავაკეთო, შემიძლია გოლების გატანა და საგოლე გადაცემების გაკეთება. თითოეულმა ჩვენგანმა გუნდისთვის 100 პროცენტი უნდა დავდოთ, რადგან მეტოქე ძალიან ძლიერია და სხვაგვარად სასურველი შედეგის მოპოვება რთული იქნება.

„პრობლემები ტრავმების გამო ? თუ ჩვენ მწვრთნელების დავალებებს შევასრულებთ და ბოლომდე დავიხარჯებით, მიზნის მიღწევისთვის ყველაფერი გვაქვს.“