ჯუნტოლი იანვარში ერთდროულად 2 მცველის გაფორმებას გეგმავს
ბოლო მატჩებში ნათლად გამოჩნდა, რომ იუვენტუსს გლეისონ ბრემერის ტრავმის შემდეგ დაცვის ხაზში სერიოზული პრობლემები აქვს, რომელთა გადაჭრასა კრისტიანო ჯუნტოლი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ეცდება.
გამოცემა Eurosport-ის ცნობით, არ არის გამორიცხული, იუვენტუსმა იანვარში ერთდროულად 2 ცენტრალური მცველი დაიმატოს.
წყაროს ინფორმაციით, ბიანკონერის პრიორიტეტული სამიზნეები პსჟ-ს მილან შკრინიარი და ტოტენჰემის რადუ დრაგუშინი გახლავთ. ტურინულ გრანდს ორივე მათგანის იჯარით გაფორმება სურს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.