დრაგუშინის აგენტი:“ რადუს იუვენტუსში შესაძლო დაბრუნება ?…“
ტოტენჰემის მცველის რადუ დრაგუშინის აგენტმა კლიენტის იუვენტუსში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით არსებულ ცნობებზე კომენტარი გააკეთა.
„მე აღნიშნული ჭორები იტალიური წყაროებიდან გავიგე. სინამდვილეში, მე იუვენტუსთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. საბოლოო გადაწყვეტილებას ტოტენჰემი მიიღებს, მაგრამ ამ მომენტისთვის რადუ გუნდში ბედნიერია და წასვლაზე არ ფიქრობს.“
იუვენტუსის აკადემიის აღზრდილი ლონდონურ გუნდში სათამაშო დროს იშვიათად იღებს და არ არის გამორიცხული, ტოტენჰემმა იანვარში მისი გაშვება გადაწყვიტოს.