TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯუნტოლი ჰანცკოს თამაშს თვალს პირადად ადევნებს…

იტალიური წყაროების ცნობით, დავიდ ჰანცკო დაცვის გასაძლიერებლად იუვენტუსის პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნეა.

SportItalia-ს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლი ფეიენორდის არაერთ მატჩს, მათ შორის მანჩესტერ სიტისთან შეხვედრასაც დაესწრო, რომელშიც ჰანცკომ თავი გატანილი გოლით გამოიჩინა.

წყაროს ინფორმაციით, ჯუნტოლი დარწმუნებულია, რომ ჰანცკო გუნდის დაცვის გასაძლიერებლად იდეალური კანდიდატია. ნიდერლანდელები მის სანაცვლოდ 30-35 მილიონს ითხოვენ და თუ მისი გაფორმება იანვარში არ გამოვიდა, ბიანკონერი ბედს კიდევ ერთხელ სეზონის ბოლოს სცდის.