ჯუნტოლი:“ ეს ემოციური საღამოა, ჩვენ მხოლოდ პროექტის სტარტზე ვართ“
იუვენტუსის დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ პსვ-სთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„ეს ძალიან ემოციური საღამოა. ჩემპიონთა ლიგა ჩემთვის ახალი არ არის, მაგრამ იუვენტუსთან ერთად ამ ტურნირზე დაბრუნება პაუზის შემდეგ შესანიშნავი გრძნობაა.
„იუვეს ახალი პროექტი ? ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ინვესტიცია, თუმცა პარალელურად შევამცირეთ სახელფასო ხარჯები. გუნდმა ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი ნახა, ამიტომ სატრანსფერო ფანჯრის დროს გასათვალისწინებელი იყო როგორც სპორტული, ასევე ეკონომიკური ასპექტებიც და ვფიქრობ, ჩვენ ამ გამოწვევას თავი ძალიან კარგად გავართვით.“