იუვენტუსის რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე…
ტიაგო მოტას გუნდმა პსვ-სთან მატჩში იუვენტუსის რეკორდი დაამყარა.
ტურინული გრანდის სასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი 25 წელი და 149 დღე გახლდათ, რაც ბიანკონერის ისტორიაში UEFA-ს ტურნირებზე ყველაზე ახალგაზრდული თერთმეტეული გახლავთ.
ინდივიდუალური რეკორდი დაამყარა კენან ილდისმაც, ის იუვენტუსის ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანა შეძლო. აქამდე რეკორდი ლეგენდარულ ალექს დელ პიეროს ეკუთვნოდა.