TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯენოა – იუვეს მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება

ჯენოა – იუვენტუსის მატჩი დახურულ კარს მიღმა ჩატარდება.

იტალიური მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება გენოას პოლიციის უფროსმა მიიღო და აღნიშნული ინფორმაცია უახლოეს პერიოდში ოფიციალურად დადასტურდება.

სტადიონზე ქომაგების დასწრების აკრძალვა ჯენოასა და სამპდორიას ტიფოზებს შორის მომხდარი ინციდენტების შემდეგ გადაწყდა, რომლის დროსაც არაერთი ადამიანი, მათ შორის პოლიციის თანამშრომლები დაშავდნენ.