TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტიაგო მოტას პრეს-კონფერენცია ჯენოასთან მატჩის წინ

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ ჯენოასთან მატჩის წინ ტრადიციული პრეს-კონფერენცია გამართა.

„სერია ა-ში მარტივი მატჩი არ არსებობს და როგორც ყოველთვის, ჩვენი მეტოქე ხვალ ძალიან კარგი გუნდი იქნება, თუმცა ჩვენ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ და სასურველი შედეგი მოვიპოვოთ.

„ჩვენ ძალიან პროდუქტიული კვირა გვქონდა, გუნდმა კარგად იმუშავა და ვიცით, რომ ხვალინდელ შეხვედრაში გაცილებით მეტი საგოლე მომენტი უნდა შევქმნათ.

„ვლაჰოვიჩი ? დუშანი კარგად მუშაობს. რა თქმა უნდა, ფორვარდებს ყველა ყოველთვის გატანილი გოლების რაოდენობით აფასებს, მაგრამ რეალურად ის გუნდისთვის ძალიან სასარგებლოა. ჩვენ მას უნდა შევუქმნათ მომენტები, რაც ვლაჰოვიჩს გოლების გატანაში დაეხმარება.

„დახურულ კარს მიღმა თამაში ? ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან მსოფლიოს საუკეთესო სპორტში ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი სწორედ ქომაგები არიან, ეს სტადიონი კი თავისი ატმოსფეროთი გამორჩეულია. მათი არყოფნა შეხვედრას ძალიან მნიშვნლეოვან კომპონენტს მოაკლებს.

„ვნერვიულობ თუ არა შეტევაში პრობლემების გამო ? არა, რადგან ჩვენ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს, რასაც აუცილებლად გამოვიყენებთ. ჩვენ ნაპოლისთან ბურთის გაკონტროლება შევძელით, თუმცა მომენტები ვერ შევქმენით და ეს აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ.

„მბანგულასა და პინსოლიოს ახალი კონტრაქტები ? ორი ერთმანეთისგან განსხვავებული სიტუაცია. მბანგულა ძალიან ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელია, მან მუშაობა უნდა გააგრძელოს და თავისი პოტენციალი სრულად წარმოაჩინოს. პინსოლიომ მე ძალიან გამაკვირვა, ის შესანიშნავი კიპერია, ვინც გუნდს ძალიან ეხმარება. პინსო თითოეული ფეხბურთელისთვის მისაბაძი მაგალითი და ნამდვილი პროფესიონალია.

„დუგლას ლუისი ? მას ძალიან კარგი კვირა ჰქონდა და ასე უნდა გააგრძელოს.

„სკუდეტო ? ჩვენი მიზანი ხვალინდელ მატჩში გამარჯვებაა და ამისთვის ძალებს არ დავიშურებთ.

„მირეტი ? ძალიან კარგი ტექნიკისა და ფიზიკური მონაცემების მქონე ფეხბურთელი. მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ჯენოა აირჩია, იქ ფაბიოს სათამაშო პრაქტიკა და განვითარების საშუალება ექნება.

„სასტარტო შემადგენლობა ? მე სასტარტო უკვე შერჩეული მყავს: პერინი, რუჰი, დანილო, ბრემერი, კალულუ, ფაჯოლი, მაკკენი, ილდისი, კოპმეინერსი, გონსალესი და ვლაჰოვიჩი.“