TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბუფონი:“ გვეგონა, რომ იტალიამ გარკვეულ დონეს მიაღწია, თუმცა ესპანეთთან შეხვედრამ სხვა რეალობა გვაჩვენა“

იტალიის ნაკრების დელეგაციის უფროსმა და ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ჯიჯი ბუფონმა ესპანეთთან მატჩი შეაფასა.

„ჩვენ გვეგონა, რომ იტალიის ნაკრებმა გარკვეულ დონეს მიაღწია, მაგრამ ესპანეთთან შეხვედრამ სულ სხვა რეალობა გვაჩვენა. ამის გარდა, როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, ესპანეთი ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით ჩვენზე გაცილებით კარგ ფორმაში აღმოჩნდა, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა.

„მათი სისწრაფე, გადაწყვეტილებების მიღება და მათი განხორციელება სხვა დონეზე იყო, თუმცა ჩვენ მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებთ და ვიცით, რომ გაცილებით მეტი შეგვიძლია.

„ხორვატია ? წინ კიდევ ერთი ურთულესი მატჩი გველოდება, ხორვატებს განსვავებული რითმი და სხვა მახასიათებლების მქონე ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა ნიჭიერი ფეხბურთელები არც მათ აკლიათ.“