TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსსა და მუანის შორის მოლაპარაკებები დაიწყო

იტალიური გამოცემა Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსსა და პსჟ-ს ფორვარდის კოლო მუანის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.

პსჟ-ს მწვრთნელს ლუის ენრიკესა და ფრანგ ფორვარდს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია და 26 წლის შემტევის გუნდიდან წასვლა იანვარში ფაქტობრივად გადაწყვეტილია.

პარიზელები იანვარში ფეხბურთელის გაყიდვას 30-35 მილიონად ეცდებიან, თუმცა მისი იჯარით გაშვება გამორიცხული არ არის.