იუვენტუსსა და ბენფიკას შორის სილვას თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო
ტურინული გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსსა და ბენფიკას შორის ანტონიო სილვას ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო.
ტურინული გრანდი ცენტრალური მცველის ძიებას აგრძელებს და 21 წლის პორტუგალიელი ტალანტი კრისტიანო ჯუნტოლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.
წყაროს ცნობით, ბენფიკა სილვას გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუმცა პრობლემა მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 30-35 მილიონი ევროა.