იუვენტუსს ზირკზეე შესთავაზეს
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსს მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდი ჯოშუა ზირკზეე შესთავაზეს.
ნიდერლანდელი ფეხბურთელი წითელი ეშმაკების გეგმებში აღარ შედის და ის ინგლისურ გრანდს სეზონის ბოლოს დატოვებს.
წყაროს ინფორმაციით, ზირკზეეს სერია ა-ში დაბრუნება სურს, მისი სამსახური რომასა და იუვენტუსს შესთავაზეს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
