იუვენტუსი ვლაჰოვიჩს საბოლოო წინადადებას უმზადებს
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩთან უახლოეს დღეებში საბოლოო შეხვედრას გამართავს.
სერბის კონტრაქტი ტურინულ გრანდთან რამდენიმე კვირაში იწურება და იუვენტუსი მის შენარჩუნებაზე მუშაობას აგრძელებს, თუმცა ჩემპიონთა ლიგის გარეშე დუშანის დათანხმდება კიდევ უფრო გაჭირდება.
ბიანკონერი სერბს 2-წლიან კონტრაქტსა და სეზონში გასამრჯელოს სახით 6 მილიონს სთავაზობს, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
