TuttoJuve

Juve per sempre sarà

ალისონი ლივერპულთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და იუვენტუსში გაშვებას ითხოვს

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ალისონის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის ბრაზილიელი ფეხბურთელის იუვენტუსში ტრანსფერს ლივერპულის მიერ მოთხოვნილი 15 მილიონი ევრო აფერხებს.

გამოცემის ცნობით, ალისონს იტალიაში დაბრუნება და ლუჩიანო სპალეტის გუნდში თამაში სურს. ის ლივერპულთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და იმედი აქვს, რომ ინგლისელები მოთხოვნილი თანხის შემცირებას დათანხმდებიან.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)