იუვენტუსი ვეიგას შენარჩუნებას ეცდება
ტურინული გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი რენატუ ვეიგას შენარჩუნების იმედს არ კარგავს.
წყაროს ცნობით, 22 წლის მცველმა იუვენტუსის ხელმძღვანელობაზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა და ტურინულ გრანდს მისი შენარჩნება სურს.
გამოცემის ინფორმაციით, ბიანკონერი ვეიგას იჯარის 1 წლით გახანგრძლივებას გეგმავს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.