ფენერბაჰჩე, გალათასარაი და ნიუკასლი ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე მუშაობენ
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსისა და დუშან ვლაჰოვიჩის გზები სეზონის ბოლოს გაიყოფა.
წყაროს ცნობით, სერბი ფორვარდი იუვენტუსის გეგმებში აღარ შედის, მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება არ განიხილება და მისი გუნდიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილია.
გამოცემის ინფორმაციით, დუშანის მიმართ ინტერესს ამ მომენტისთვის ფენერბაჰჩე, გალათასარაი და ნიუკასლი იჩენენ. ტურინულ გრანდს ფეხბურთელის სანაცვლოდ 40-45 მილიონი ევროს გამომუშავება სურს.