ლუისი დიდი ალბათობით იუვენტუსს დატოვებს
Tuttosport-ის ინფორმაციით, დუგლას ლუისის ტურინული კარიერა სეზონის ბოლოს დასრულდება.
ბრაზილიელ ნახევარმცველს იუვენტუსში არც თუ ისე წარმატებული სადებიუტო სეზონი გამოუვიდა და წყაროს ცნობით, ის ბიანკონერის გეგმებში აღარ შედის.
წყაროს ცნობით, ტურინულ გრანდს ბრაზილიელის სანაცვლოდ 40-45 მილიონის მიღება სურს, თუმცა მის გამოყენებას არც სხვა ტრანსფერში გამორიცხავს.