იუვენტუსის სკაუტები ინტერი – ფეიენორდის მატჩს დაესწრნენ
იტალიური მედიის ცნობით, გუშინ ჯუზეპე მეაცას სტადიონზე ინტერსა და ფეიენორდს შორის გამართულ მატჩს იუვენტუსის სკაუტები დაესწრნენ, რომელთა დაკვირვების მთავარი ობიექტი დავიდ ჰანცკო იყო.
ჰანცკო უკვე დიდი ხანია კრისტიანო ჯუნტოლის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა და ბიანკონერი მის გაფორმებას ზაფხულში კიდევ ერთხელ ეცდება.
არაერთი გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსსა და ჰანცკოს შორის პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება უკვე არსებობს. მისი გაფორმება ტურინულ გრანდს დაახლოებით 30 მილიონი ევრო დაუჯდება.