იუვენტუსის პირველი წინადადება გალენოს გასაფორმებლად
იუვენტუსი ერთდროულად ორი ვინგერის: გალენოსა და ნიკო გონსალესის ტრანსფერებზე აქტიურად მუშაობს და ბიანკონერი უახლოეს პერიოდში პორტუს ბრაზილიელის თაობაზე პირველი წინადადებით მიმართავს.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ბიანკონერის პირველი წინადადება 25 მილიონი ევრო იქნება, პორტუგალიელები კი 35 მილიონ ევროს ითხოვენ.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის სხვაობის აღმოფხვრა ტრანსფერში რომელიმე ფეხბურთელის, მათ შორის ტიაგუ ჯალოს ჩართვით არის შესაძლებელი, ვის მიმართ პორტუ ინტერესს დიდი ხანია იჩენს.