შკრინიარმა არაბები უარით გაისტუმრა და იტალიაში დაბრუნება სურს
ფრანგული გამოცემა L’Equipe-ს ინფორმაციით, მილან შკრინიარმა არაბული გუნდები უარით გაისტუმრა.
სლოვაკი ფეხბურთელი პარიზული გუნდის გეგმებში აღარ შედის, ამიტომ ის პსჟ-ს იანვარში დატოვებს.
წყაროს ცნობით, შკრინიარს არაბულ ჩემპიონატებში მსურველები მრავლად ჰყავდა, თუმცა თავად ფეხბურთელის პრიორიტეტი იტალიაში დაბრუნებაა, სადაც მისი ტრანსფერით იუვენტუსი ინტერესდება.
პრობლემა პსჟ-ს მიერ მოთხოვნილი 15-20 მილიონია, რის გადახდასაც იუვენტუსი არ აპირებს და მის გაფორმებას იჯარით გეგმავს. ტურინულ გრანდს კონკურენციას თურქული გალათასარაი გაუწევს.