TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დანილოს მსურველი საფრანგეთშიც გამოუჩნდა

ფრანგული გამოცემა L’Equipe-ს ინფორმაციით, იუვენტუსის კაპიტანის დანილოს გაფორმების სურვილი მარსელმა გამოთქვა.

გასულ დღეებში ბრაზილიელი ფეხბურთელი ნაპოლის დაუკავშირეს, წყაროს ცნობით კი პარტენოპეი კონკურენციას რობერტო დე ძერბის მარსელი გაუწევს.

იუვენტუსი იანვარში დანილოს უფასოდ გაშვებას არ გეგმავს, თუმცა მის გაყიდვაზე უარს არ იტყვის, თუ რომელიმე გუნდმა შესაბამისი წინადადება გააკეთა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრაზილიელი ტურინულ გრანდს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.